|
2025-10-28 18:46:31, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ნაციონალური მოძრაობა ბრძოლას გააგრძელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვოს სამი ოპოზიციური პარტიის: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვა. მისი სიტყვებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმ პარტიებთან ერთადაც გააგრძელებს ბრძოლას, რომლებსაც "ქართული ოცნება" გაუქმებას უპირებს. "ქართული ოცნების" მცდელობას, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ახალ შესაძლებლობად განიხილავს. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს - ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - ამბობს თინა ბოკუჩავა. კიდევ ერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც "ქართული ოცნება" აპირებს, "ლელო - ძლიერი საქართველო“, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას „გამარჯვებისთვის“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)