|
2025-10-28 15:31:47, 995 ნახვა
პოლიტიკა
ოცნებამ დაასახელა პარტიები, რომელთა აკრძალვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ. ეს პარტიებია: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის "გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორიცაა ელენე ხოშტარია (დროა) და გირჩი - მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში, კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია-მელია-გირჩი-დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებან არიან რეგისტრირებული. აგრეთვე - კი ევროპას, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ - ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება". კოალიცია ცვლილებებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ აკრძალვა შეეხება კონკრეტულად პარტია - ახალს და არა მასში შემავალ დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლებას".
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)