|
2025-10-28 14:22:13, 620 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დაზვერვა: საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მაკრონის მითითებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში განლაგებისთვის 2000 ჯარისკაცს ამზადებს. მათივე ინფორმაციით, ისინი ამჟამად პოლონეთის იმ რაიონებში არიან განლაგებულნი, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან და ჯარების ცენტრალურ უკრაინაში გადაყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება. "საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც პოლიტიკოსად წარუმატებელი აღმოჩნდა, არ კარგავს იმედს, რომ სამხედრო ლიდერის რანგში ისტორიაში მოხვდება და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს", - წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს-ბიუროს განცხადებაში. SVR-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ მაკრონი ცნობილია ნაპოლეონის „დაფნებზე“ ოცნებით. მათივე თქმით საფრანგეთის ლიდერმა ისტორია „სამარცხვინოდ ცუდად“ შეისწავლა და დაავიწყდა, როგორ დასრულდა ნაპოლეონის კამპანია რუსეთის წინააღმდეგ. "მაკრონს უნდა სცოდნოდა ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ვ. კლიუჩევსკის სიტყვები: „ისტორია არაფერს ასწავლის, მხოლოდ სჯის მისი გაკვეთილების იგნორირებისთვის", - ერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)