|
2025-10-27 17:30:11, 2159 ნახვა
კომენტარი
ოცნების პრლამენტის თავმჯდომარე - მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა
დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს. „მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც გარე მითითებებს შეასრულებს; მთავარი პრეტენზიაა, რატომ არ ვუჯერებთ ევროკავშირის ელჩს, რასა იუკნევიჩიანეს ან მეშვიდეხარისხოვან ბიუროკრატს ბრიუსელში? მათთვის კანონი უცხოელების სიტყვა უნდა იყოს და არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ეს არის მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ. მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა და პირდაპირ გადმოვიღოთ, რასაც გვეტყვიან. მათი მიზანია, საქართველო ვასალურ ქვეყნად აქციონ, რომლებიც იტყვიან, რომ მოსამართლეები უცხოეთიდან დაგვინიშნონ, პარლამენტში უცხოელები ისხდნენ, კანონების მიღებისას გადაწყვეტილება მათ მიიღონ. ეს არის ვასალობა. თავადაც ასე ვასალად იქცევიან. ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)