|
2025-10-17 17:31:24, 817 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა
ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ " ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმდენი იქნება დაკავებული, რამდენიც ჩადიოდა ძალადობას და რამდენიც მონაწილეობდა ძლადობრივად დამხობის მცდელობაში. „ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში, ყველა უნდა შეეგუოს ამას. ჩვენ ვაფრთხილებდით, ყველანაირად ვცადეთ, დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)