|
2025-10-16 12:44:55, 957 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტზე: ჩამოვიდა რუსთაველის გამზირზე მდგარი „აკაცუკების“ პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა
დედაქალაქის მერმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი სამწუხაროდ შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, რადგან, მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები სწორედ ქვეყნის გარედან ფინანსდებიან. „ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები გარედან ფინანსდებიან. რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, რუსთაველის გამზირს გადაკეტავს, თბილისის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა. იცით რა არის მთავარი? საზოგადოება უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ხელისგულზეა და ცხადია, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს და ჩვენი მტკიცე ხასიათი, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)