|
2025-10-13 17:33:25, 2433 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი - დამხობა ჩაიშალა, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს
დამხობა ჩაიშალა, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, ქართველ ხალხს, რომელიც გამოვიდა 4 ოქტომბერს არა ოთხ საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ საარჩევნო უბნებზე - ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაქპუაშვილმა განაცხადა. „დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა მალევე ჩაიშალა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს ძალადობის აღკვეთა. დაშავდა 25 პოლიციელი, მათგან ორი – მძიმედ. იმ ჯგუფებმა, რომლებიც აანონსებდნენ ძალადობას, ამ ჯგუფების მხარდამჭერმა უცხოურმა ჯგუფებმა არც კი მოიკითხეს პოლიციელების მდგომარეობა. ესეც მიუთითებს გულცივ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ზოგიერთ ჯგუფში ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი გამოვიდა 4 ოქტომბერს არა ოთხ საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ დილის რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე და თავისი სიტყვა თქვა არჩევნების გზით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)