|
2025-10-13 11:22:00, 1591 ნახვა
ეკონომიკა
დარეგისტრირდი Code IT-ზე და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი პოპულარიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი Code IT-ია. საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT, პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო. ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით. სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:
Code IT-ს კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად არის დაფინანსებული. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)