|
2025-10-09 10:46:52, 982 ნახვა
პოლიტიკა
შაჰინი და რიში: საქართველოს დემოკრატიას ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და მისი დემოკრატი კოლეგა, ჯინ შაჰინი საქართველოში "გაუარესებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან" დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნება საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის. სენატორების თქმით, ისინი მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის დაბარებას და მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობაში რაიმეს შეცვლამდე "ქართული ოცნების ბოლო ქმედებები გაითვალისწინონ". "ჩვენ მზარდად შეშფოთებულები ვართ საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარებითა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადადგმული პრობლემური ნაბიჯებით. პრემიერმინისტრი კობახიძეს გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და ციხეში ჩასვას მათი ლიდერები, აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია, და კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმის, რომ ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს ნორმალიზებული პოლიტიკური დიალოგისკენ სწრაფვა. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ს მთავრობასთან ერთად მუშაობდა და წარსულში ჩვენი კომიტეტის წინაშე ჩვენებაც მისცა, წარმოადგენს განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობას იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალის წინაშე სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს. ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ს მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას. მოდით, მკაფიოდ ვიტყვით: საქართველოს დემოკრატიასა და მათ [ხალხის] შესაძლებლობას, საკუთარი მომავალი თავადვე განსაზღვრონ, ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის. მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ, რათა განხილულიყო მოვლენების ასეთი შემაწუხებელი განვითარება და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებები ორმხრივ ურთიერთობაში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანის დაწყებამდე. ვუცხადებთ ჩვენს მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვონ." - წერენ სენატორები ერთობლივ განცხადებაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)