|
2025-10-08 22:27:27, 1368 ნახვა
სამართალი
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ 4 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ოთხივე დაკავებულს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. რადიო თავისუფლების ლაივბლოგის თანახმად, პროკურორი თამარ ბეჟუაშვილის მტკიცებით, სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები, რის გამოც პროკურატურამ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს, თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას - მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა. სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან ლელა მარიდაშვილი 2017-2023 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ქართული ოცნებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)