|
2025-10-08 13:45:07, 1090 ნახვა
პოლიტიკა
RFE/RL: ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს პროსამთავრობო ქართულ ტელეარხებს
ევროკავშირის დიპლომატებმა პირველად განიხილეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წინადადება, რომელიც საქართველოს ორ პროსამთავრობო არხზე – „იმედსა“ და POSTV-ზე – სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც „რადიო თავისუფლება ევროპა“ (RFE/RL) იუწყება, ბრიუსელი არხებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს. ინიციატივის მიხედვით, სანქციების დაწესება გულისხმობს არხების მფლობელებისთვის ვიზის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებას. სანქციები დაექვემდებარება ევროკავშირის იმ რეჟიმს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა რუსული ჰიბრიდული აქტივობების წინააღმდეგ საბრძოლველად. „იმედი“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არხად მიიჩნევა და ეკუთვნის ბიზნესმენს ირაკლი რუხაძეს, რომელიც უკვე დაუსანქცირებიათ ლიეტუვასა და უკრაინაში. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ადრე გამოავლინა მტკიცებულება, რომ არხის დაფინანსებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი", -წერია სტატიაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. RFE/RL-ის ინფორმაციით, იანვარში EEAS-მა პარლამენტის წევრებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირებაც სცადა 2024 წლის არჩევნებისა და საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, თუმცა ინიციატივას უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს. "ამჯერადაც სწორედ ეს ორი ქვეყანა, ბელგიასთან, იტალიასა და საბერძნეთთან ერთად, სკეპტიკურად არის განწყობილი. ისინი სანქციებისადმი თავიანთ წინააღმდეგობას გამოხატავენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების საფრთხის არგუმენტით. სანქციების მიმართ მხარდაჭერას კი ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი გამოხატავენ. ჩეხეთმა სექტემბერში უკვე დააწესა ეროვნული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეზე, სამ მოსამართლესა და პროკურორზე. ევროკავშირის იურიდიულმა სამსახურმა აღნიშნა, რომ EEAS-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯერ ვერ ამყარებს საკმარის კავშირს „იმედს“, POSTV-სა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რის გამოც ბრიუსელი დამატებითი მასალების შეგროვებაზე მუშაობას გააგრძელებს", - წერია სტატიაში. RFE/RL-ის ცნობით, სანქციების მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს ფინეთმა, გერმანიამ, სლოვენიამ და შვედეთმა, ხოლო ბულგარეთი, საფრანგეთი და რუმინეთი გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის დამატებით შესწავლას გეგმავენ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)