|
2025-10-08 10:21:02, 1122 ნახვა
სამართალი
აქტივისტი ნანა სანდერი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს. სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი. ნანა სანდერსა და აქტივისტებს შორის 4 ოქტომბრის შემდეგ აქტიური პოლემიკა მიმდინარეობდა. სანდერსის მიმართ ნანუკა ჟორჟოლიანმა წამოჭრა კითხვა - სად წავიდა მის მიერ შეგროვებული ფული და დაიხარჯა თუ არა ის მიზნობრივად. სანდერსმა კითხვას ვრცელი პოსტებითა და სქრინებით უპასუხა. მან კატეგორიულად უარყო თანხის არმიზნობრივი ხარჯვა. ვრცელ პოსტებში ის 4 ოქტომბრის აქციის წინასაორგანიზაციო დეტალებზე საუბრობდა, რისგან თავშეკავებასაც მას კომენტატორთა ნაწილი ურჩევდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)