20:59 - 17 Aug, 2026
|
2025-10-07 11:02:44, 1177 ნახვა
სამართალი
დაკავებული ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას
4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, ვახო ფიცხელაურის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას. როგორც გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, ბრალის წარდგენა დღეს, ან ხვალ იქნება. „ვიყავი უკვე იზოლატორში. უშუალოდ დაკავებისას, როგორც მინიმუმ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას. ვახო არ იცნობს სხვა პიროვნებებს, როგორ თავად მითხრა. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დაზუსტებით არ ვიცი, დღეს ან ხვალ იქნება”, - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)