|
2025-10-05 19:39:58, 1637 ნახვა
პოლიტიკა
ვოდოლაცკი: ევროკავშირის რესურსები საქართველოში სამოქალაქო ომის დასაწყებადაა მიმართული
რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბრის დემონსტრაციაზე. მან გაიმეორა ქართული ოცნების ნარატივი, თითქოს, საქართველო ევროკავშირის თავდასხმის ქვეშაა. მისი მტკიცებით, ევროკავშირის მიზანი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებაა. "საქართველო დღეს იმყოფება ევროკავშირისა და ყველა [დასავლური] NGO-ს თავდასხმის ქვეშ, რადგან ქვეყანამ, რომელიც უკვე გახლართული იყო ევროკავშირში მმართველი ნაციონალისტური სტრუქტურების ქსელში, უცებ აქედან გათავისუფლება გადაწყვიტა. ამიტომაც დღეს ყველანაირი რესურსი და ევროკავშირის სოციალური ინსტიტუტები და სპეციალური ღონისძიებებით დაკავებული სტრუქტურები მიზანმიმართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიწყოს სამოქალაქო ომი საქართველოში, რათა მოხდეს "მაიდანი" უკრაინის მაგალითით." - თქვა ვოდოლაცკიმ. ვოდოლაცკის მტკიცებით, აქციის ორგანიზატორებს "ქვეყნის სამოქალაქო ომის უფსკრულშ გადაჩეხვა" უნდადოათ, თუმცა ხალხმა მათ მხარი არ დაუჭირა, რადგან ქართულ ოცნებას უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ოცნებას აქვს საკმარისი ძალა და საშუალება, რომ არ დაუშვას "უკრაინული სცენარი". ამას გარდა რუსი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორები მზად არიან ერთმანეთის დასახოცადაც. "ისინი მზად არიან უფრო შორს წავიდნენ. მზად არიან მკვლელობისთვის, რათა მოაწყონ პროვოკაციები და, იქნებ, ვინმე თავისი მოკავშირეც გაისტუმრონ იმქვეყნად, რათა თქვან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ასეთი მეთოდებით მოქმედებსო, რათა წაახალისონ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ქუჩაში გამოსვლაზე." - თქვა ვოდოლაცკიმ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)