|
2025-10-04 16:24:33, 2323 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე - წავიკითხავთ ქართველი ხალხის დეკლარაციას და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება
თბილისში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას“. როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს შენობასთან უთხრა, „აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“. „ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე, ჩვენ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია. ვუყურებდი ახლა ბევრი საპოლიციო ძალა იყო იქით და აქეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: აცდენენ ამ ბიჭებს და ქვეყნის მოღალატეების მხარეს აყენებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე ხელს არ აწევენ. ვინც აწევს, ის ინანებს“, - თქვა პაატა ბურჭულაძემ. დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვას, მიიღებენ ამაზე პასუხს".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)