|
2025-09-30 16:24:17, 1755 ნახვა
ეკონომიკა
ხელშეკრულების შესრულების გარანტია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიღება უკვე ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, მობილბანკის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. ახალი ფუნქციონალით, მომხმარებლები სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისათვის საჭირო გარანტიის მიღებას სრულად დისტანციურად, სწრაფად და მარტივად, მობილური აპლიკაციიდან შეძლებენ. განაცხადის შევსება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ბანკის გადაწყვეტილება 1 წუთზე ნაკლებ დროში იგზავნება, ხელშეკრულების მოსამზადებლად კი მხოლოდ 1 საათია საჭირო. აღსანიშნავია, რომ დადასტურების პროცესი სრულად ციფრული იქნება. შესაბამის უწყებებში გარანტიის ბლანკიანი დოკუმენტის წარსადგენად, ბანკი მომხმარებელს ორ ალტერნატივას: დოკუმენტის ფილიალში მიღებას ან ფოსტით სასურველ მისამართზე მიწოდებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ციფრული გარანტიის მთავარი უპირატესობები შემდეგია:
„ბიზნეს მობილბანკში ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დანერგვით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ბიზნესისთვის დროისა და რესურსების დაზოგვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიების, რომლებიც სწრაფი რეაგირების საჭიროების წინაშე დგანან, ეს სერვისი მოქნილობასა და ეფექტიანობას სძენს. გვინდა, რომ ბიზნესმა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო განვითარებასა და ზრდას დაუთმოს, ყოველდღიურ საჭიროებებს კი ჩვენი ციფრული პროდუქტებით უპასუხონ”, – განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა. გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების შესახებ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)