|
2025-09-30 16:08:07, 1619 ნახვა
სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბაჩიაშვილს 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღეს, 30 სექტემბერს, გამოაცხადა. როგორც "ნეტგაზეთი" სასამართლოდან იუწყება იგივე სასჯელი განუსაზღვრა სასამართლომ შოთა ქარუმიძესაც, რომელსაც პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებას ედავებოდა. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამ დროისთვის ჯამში სამ საქმეზეა სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება. ბაჩიაშვილის კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში: „კრიპტოვალუტების მითვისება“ და „მტკვარი ჰესი" ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს. 2025 წლის 10 მარტს მას "კრიპტოვალუტების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ჯერ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, გუშინ, 29 სექტემბერს კი ბრალი წაუყენა. გამოძიება მის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)