|
2025-09-29 16:36:33, 1633 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა
საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 7 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, წეროვანში, 9.000 კვ.მ ფართობზე ახალი სივრცე მოეწყო, რომელიც პროდუქციის შოურუმსა და სასაწყობე სივრცეს აერთიანებს. კომპანიას ქართულ ავტოინდუსტრიაში საბითუმო ვაჭრობისა და ბიზნეს პარტნიორობის ჰაბად ქცევა აქვს მიზნად დასახული. ოტო მოტორსი ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს. ის სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას. “მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ვითარდება და ძლიერდება. ამის დასტურია, წეროვანში ახალი პროექტის - შოურუმისა და სასაწყობე სივრცის გახსნა. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქნება ახალი სამუშაო ადგილები და ძლიერდება ადგილობრივი ეკონომიკა. აღნიშნული პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შეინარჩუნოს. სამომავლოდ კომპანიას არაერთი საინტერესო გეგმა აქვს, მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)