|
2025-09-23 18:00:55, 809 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ ლუქსემბურგში შავი ზღვის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეკრებაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე, - წყაროებზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი. შეხვედრას, რომელიც 2025 წლის 20 ოქტომბერსაა ლუქსემბურგში დაგეგმილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების გარდა, დაესწრებიან ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. თუმცა, როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის, მაკა ბოჭორიშვილისათვის მსგავსი მიწვევა არ გაუგზავნიათ - თბილისი მხოლოდ ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი. იოზვიაკი ამის მიზეზად ასახელებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან კონტაქტების დაქვეითების შესახებ - „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებზე პასუხად ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)