|
2025-09-23 17:44:57, 2589 ნახვა
პოლიტიკა
ბოლნისის მერობის კანდიდატს ასეფ ჩირაგოვს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით დაემუქრნენ
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ბოლნისის მერობის კანდიდატს ასეფ ჩირაგოვს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით დაემუქრნენ, რის სემდეგაც ჩირაგოვმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, კანდიდატურის "ოცნების" მერობის კანდიდატის ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნამდე, მასთან ვრცელი საუბარი ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, სეფ ჩირაგოვს დაემუქრნენ პირადი ხასიათის ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებით, თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა. საუბარი ავტომობილში გაიმართა, ჩირაგოვს დარეკვის უფლებაც არ მისცეს. "ექსპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ასეფ ჩირაგოვი საქართველოს დროებით დატოვებას და აზერბაიჯანში ან თურქეთში გადასვლას გეგმავდა. მასთან ერთად საქართველოს დატოვებას აპირებდნენ მისი ოჯახის წევრებიც. . "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ ბოლნისის პოლიციის შენობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც მერობის ყოფილი კანდიდატის გაუჩინარების შესახებ გამოძიება მოითხოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)