|
2025-09-15 17:34:23, 3015 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - კალაძის ბანერი რეჟიმისთვის ადამიანების სიცოცხლეზე ძვირფასია
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასია“. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის, რომ კახა კალაძის პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააკავეს, აჩვენებს, რომ ამ „რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი“. „ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი და კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დაუსჯელები რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ხალხს დაერივნენ, ხოლო კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვის ყველა რესურსი ამოწურული აქვს, ისინი შეშინებული და დაფრთხალები არიან“, — განაცხადა სამადაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)