|
2025-09-15 16:09:58, 2912 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის პრესსპიკერი - „ოცნებამ“ ელჩზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს
ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ რეალობას ასახავს. „ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს. მისი სიტყვები ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს. ჩვენი გზავნილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არის ის, რომ უნდა შეწყვიტონ თავდასხმა ჩვენს ელჩზე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს“, — განაცხადა ჰიპერმა. მისი თქმით, ქართული მხარისგან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობები შეინიშნება, რაც ელჩზე თავდასხმაშიც გამოიხატება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეპრესიებსა და ძალადობას საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. „ჩვენი ქმედებები შეესაბამება იმ ქმედებებს, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ. ეს იწყება პოლიტიკური კონტაქტების აბსოლუტური დაქვეითებით, შევამცირეთ ხელისუფლების ფინანსური დახმარება და შევინარჩუნეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, — განაცხადა ჰიპერმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართული საზოგადოებისკენ. „ჩვენ ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და არ ვართ ბრალდებების თამაშში. პირველ რიგში, გვსურს, დავინახოთ რეალური ქმედებები და რეალური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა ზომები დევს მაგიდაზე და გავაუმჯობესებთ თუ არა ამ ურთიერთობას“, — განაცხადა ჰიპერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)