|
2025-09-12 19:11:54, 1668 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია
აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სუს-ს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი სრულად უნდა იქნას გამოძიებული. „თავისთავად, ეს უკვე ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სუს-ი და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის, ამ დაანონსებულ, ე.წ. დამხობასა და ა.შ. ესეც არის ის საკითხი, რითაც უნდა დაინტერესდეს სუს-ი. ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს. ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ დავუშვებთ და რეაგირება გვექნება მკაცრი,"- განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)