|
2025-09-12 11:40:34, 4764 ნახვა
სამართალი
შსს ორ მოძალადე ტიტუშკას ათავისუფლებს დაკავებულ სტუდენტ გოგოს საპროცესო გარიგებას თავაზობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ათავისუფლებს ორ მოძალადე ტიტუშკას, რომელიც მომიტინგეების ცემაში არიან ეჭვმიტანილები. - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. "აქვე, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ. დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან." - განაცხადა დარახველიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარის გამო სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ: 1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე - რომელმაც ფიზიკურად იძალადა (სახეში გაარტყა ახალგაზრდა გოგოს ხელი) და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე. 2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, - რომელსაც აქციაზე ჰქონდა ხელკეტი, რომელიც ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს; ასევე მოგვიანებით პოლიციელს, რომელმაც ხელკეტი წაართვა, მიმართა: „თქვენიანი ვარ“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)