|
2025-09-11 21:39:00, 1758 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ხაბეიშვილსი დაკავებაზე - გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!
ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?! იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დაკავებას. მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დაკავებით ცდილობს საზოგადოება დააშინოს და გააჩუმოს. ზურაბიშვილი აღნიშნულს საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკას უწოდებს. „მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ სრულიად სამარცხვინო დაჭერების სერიალს. კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეთ. გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?! თქვენივე „გუნდის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, ჯერ შიდა ანგარიშსწორება გაუმართეთ და შემდეგ კორუფციის ბრალდებით დააკავეთ, რადგან გგონიათ, რომ ამით საკუთარ კოლექტიურ კორუფციას გადაფარავთ! და ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?!იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს. ასეთი ნაბიჯებია: ადამიანების დაპატიმრება მოგონილი მიზეზებით; აქტივისტებზე ძალადობა და მათი დაკავება აზრის გამოხატვის გამო; პოლიტიკური ლიდერების უსაფუძვლო, ერთიმეორის მიყოლებით დაპატიმრება; თქვენი გუნდის უკიდეგანო კორუფციის გამოაშკარავება; ბინძური შიდა ანგარიშსწორებები კრიმინალური სამყაროს მეთოდებით; ყველა ჩვენი პარტნიორის ლანძღვა და დადანაშაულება (პრეზიდენტი ტრამპის ჩათვლით). ეს ყველაფერი ხომ საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკაა! მსოფლიოს წინაშე ჩვენს ქვეყანას ისე აცნობთ, თითქოს ის მხოლოდ დაჭერების, კორუფციის, ძალადობის, მეგობარი პარტნიორების მოტყუებისა და უპრინციპულობის სიმბოლო იყოს. ამით ცდილობთ, საქართველოს ნამდვილი სახე და ღირებულებები დაივიწყოს მსოფლიოს თვალში. საქართველოს ინტერესების ასე შელახვის პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენზეა და მხოლოდ თქვენზე!”,- წერს ზურაბიშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)