|
2025-09-08 16:28:05, 1732 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ADB-ის დაჯილდოებაზე „მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების“ გამარჯვებულია
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური ღონისძიების – ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ბაზისბანკს „მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების“ ჯილდო გადაეცა (Best SME Deal of the Year). აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს ბაზისბანკის მტკიცე მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი აქტიურად უჭერს მხარს სექტორის წინსვლას ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობით. მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების ჯილდოს მიღება ადასტურებს ბაზისბანკის ინოვაციურ და პასუხისმგებლიან დაფინანსების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. „ჩვენთვის დიდი პატივია ADB-სგან ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება, რაც ადასტურებს ჩვენს მუდმივ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში და დავეხმაროთ მათ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში გლობალურ ბაზრებზე.. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ADB-ს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს ჩვენი ბიზნესების გაძლიერების მიმართულებით. ღონისძიებაზე მიღებული აღიარება მოტივაციას გვაძლევს, კიდევ მეტად გავზარდოთ ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხელი შევუწყოთ ბიზნესების წარმატებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ. ADB-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს პარტნიორ ბანკებს, რომელთაც ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)