14:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-30 11:47:46, 1091 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი ივანიშვილის გუნდს დაჟინებით მოუწოდებს, გააუქმოს ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება

ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

ბრიუსელის შეფასებით, 7 სამოქალაქო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება არის “მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება”. ევროკავშირის თანახმად, “სახეზეა პოლიტიკური დევნის აქტი, წინასწარ განზრახული ფინანსური მოგუდვის გზით, რათა გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებულად მოაზროვნეთა ხმები”.

“სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენი. წლების განმავლობაში, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რასაც მისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უთხრის ძირს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics