|
2025-08-29 17:04:37, 1632 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი ტურისტების საშუალო თვიური რაოდენობა 4.2%-ით შემცირდა
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 692.5 ათასით განისაზღვრა, რაც 4.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ განახლებული სტატისტიკა საქსტატმა გამოაქვეყნა. ამასთან, მონაცემების მიხედვით, ჯამურად, მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.3 ათასით განისაზღვრა, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1% შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 681.1 ათასი შეადგინა. ვიზიტორების უმრავლესობა - 36.6%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.5%-ს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36% თბილისის მცხოვრებია, 15.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.5% - აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება შიდა ტურიზმის მიზნებს, საქსტატის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.8%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 385.8 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 363.2 ათასი ვიზიტი თვეში).
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)