|
2025-08-27 17:41:31, 892 ნახვა
პოლიტიკა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: ანგარიშების დაყადაღება რეალურად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს
„ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება რეალურად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ჩვენ აღარ შევძლოთ მოქალაქეებისა და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა“, - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში. მიქელაძემ პროკურატურის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე კომენტარი გააკეთა. „მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს აწუხებს ის, რაც ახლა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ხდება. დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ანგარიშები დაყადაღებულია. თავიდან გვეგონა, რომ ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს პროცედურის ნაწილი იყო, მაგრამ მოგვიანებით, პროკურატურის მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ანგარიშები, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღეს ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ალბათ მისი უარყოფა არც კი სჭირდება - მაგრამ ამაზე დეტალურად მოგვიანებით დავწერთ. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება რეალურად ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ შევწყვიტოთ მოქალაქეებისა და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა, გავჩუმდეთ, შევწყვიტოთ მათი დანაშაულებისა და უსამართლობის გამოაშკარავება, შევწყვიტოთ საზოგადოებაში სოლიდარობის დამყარება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ვადის ამოწურვამდე (31 აგვისტომდე) სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე იქნა მიღებული, სერიოზულ კითხვებს ბადებს. ეს, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ მიერ ბრიუსელთან ურთიერთობების ესკალაცია და მთელი პროცესის საბოტაჟია“, - წერს თამთა მიქელაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)