|
2025-08-25 21:54:59, 1421 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ცხადი ხდება, რომ მომავალი თვეები, ძირითადად, სუს-ი ილაპარაკებს
„ოცნების“ ყველაზე ბინძური პროპაგანდისტის და მთავარი პოლიტიკური კომუნიკატორის დანიშვნით, ვფიქრობ, ცხადი ხდება, რომ მომავალი თვეები, ძირითადად, სუსი ილაპარაკებს. რაზე? შესაძლო ვერსიებია ვითომ პარლამენტის, ვითომ კომისიის, ვითომ დასკვნის საფუძველზე აღძრული საქმეები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ოპოზიციური მედიის სწორად სიარული, რადგან გამყოფი ხაზი პროპაგანდის მხილებასა და მის გაძლიერება/ტირაჟირებას შორის ძალიან მყიფეა და ფილიგრანულ და ზომიერ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, გამოსავალი იმაშია, რომ პროტესტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ თავად შექმნას დღის წესრიგი. „რაც შეეხება სუსის, ანუ პოლიტიკური ჟანდარმერიის უფროსად მდინარაძის გამწესებას:ცხადია, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი მარიონეტი იქნება ბიძინას მიერ დანიშნული, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოსატანად, თუ რას გეგმავს "ანტიქართული ოცნება", ეს მაინც გამოგვადგება. „ოცნების“ ყველაზე ბინძური პროპაგანდისტის და მთავარი პოლიტიკური კომუნიკატორის დანიშვნით, ვფიქრობ ცხადი ხდება, რომ მომავალი თვეები, ძირითადად, სუსი ილაპარაკებს. რაზე? შესაძლო ვერსიებია ვითომ პარლამენტის, ვითომ კომისიის, ვითომ დასკვნის საფუძველზე აღძრული საქმეები: - ომი (უცხოელების დავალებით); - საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება (ამით მომზადდება "გაპრავება" ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტისთვის და ევროსაბჭოდან საქართველოს შესაძლო გარიცხვისთვის. უცხოელების ინტერესების გამტარ აგენტებად გამოცხადდებიან პოლიტიკოსები და არასამთავრობოების ცალკეული ლიდერები); - ჩორჩანას საქმე (ასევე უცხოელების დავალებით); - 20 ივნისი (ასევე უცხოელების დავალებით). ყველგან იფიგურირებს დავალება უცხოეთიდან, შესაბამისად, სუსის კომპეტენცია ჩაირთვება, ასევე კორუფცია და სახელმწიფო აპრატის შეთქმულება; - ცალკეული კორუფციული საქმეები; - "რიჟვაძის საქმე" (შესაძლოა თვითმკვლელობის ინსცენირების კუთხით); - ციხის შეთქმულება ბაჩიაშვილის საქმეზე; - ბომბის გატანა რუსეთში ყირიმის ხიდზე ტერაქტისთვის (აქაც შეთქმულებას უნდა ველოდოთ); - ჯანგველაძის საქმე (შეთქმულება საქმის ჩასაფარცხად) შეთქმულება იქნება ყველა ამგვარ ეპიზოდში, რათა ჩაირთოს სუსის კომპეტენცია. დაბოლოს, ყველაზე ვრცელი და მრავალეპიზოდიანი: - სახელმწიფო გადატრიალების საქმე და მასში ოპოზიციის, NGO-ების, ქოცების ყოფილი თანამდებობის პირების და, შესაძლოა, კრიმინალის ჩართულობის შესახებ. ცხადია, მედიის ჩართულობა გადატრიალებაში ასევე იქნება თემა. თქმა არ ჭირდება იმას, რომ ეს შეკრული იქნება რუსების დახმარებით, პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში. გადაზელილი იქნება ბევრი ტყუილი სიმართლის მარცვლებთან. ამ აბსურდის საინფორმაციო ნაკადის განეიტრალება მისი გაუჩერებელი უარყოფით, დეტალებში გარჩევით, თავის მართლებით და ისტერიკით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და პირიქით, ამ საშიში ბოდვის ტირაჟირებას შეუწყობს ხელს და ერთადერთ დღის წესრიგად აქცევს. გამოსავალი იმაშია, რომ პროტესტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ თავად შექმნას დღის წესრიგი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ოპოზიციური მედიის სწორად სიარული: გამყოფი ხაზი პროპაგანდის მხილებასა და მის გაძლიერება/ტირაჟირებას შორის ძალიან მყიფეა და ფილიგრანულ და ზომიერ მიდგომას საჭიროებს. მედიაზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული, დღის წესრიგს ქოცები შექმნიან თავისი დისტოპიური ნარატივებით და სანახაობებით, თუ ქართველი პატრიოტები რეჟიმის რყევით, წინააღმდეგობით და დაუმორჩილებლობით და არა ქოცებისთვის პასუხის გაცემით და თავდაცვით. ანტიქართული ოლიგარქია უნდა დაემხოს! ან ოლიგარქია დაამხობს ქართულ სახელმწიფოებრიობას. მესამე არჩევანი არ არსებობს”, - წერს ნიკა გვარამია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)