|
2025-08-24 12:52:01, 1020 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციის დღეს კობახიძემ ელჩები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის" განზრახვაში დაადანაშაულა
კონსტიტუციის დღეს "ქართული ოცნების? პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასავლელი ელჩები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის" განზრახვაში დაადანაშაულა მისი მტკიცებით, გასული 7 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, ქართულ ოცნებას ჩანაწერები მასში საკუთარ თავზე არ მოურგია, თუმცა „გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა". მან სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის“განზრახვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციაში შესწორების შეტანა იყო, რაც „ძალიან რთულ პროცედურასთანაა" დაკავშირებული - საყოველთაო-სახალხო განხილვა, საზოგადოების ჩართულობა, მაღალი კვორუმი. „ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი. მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)