00:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-23 11:54:57, 1746 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.მ. ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებული ა.გ. ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ ო.ი.-ს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულ ს.ი.-ს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით, იქვე მყოფმა 1995 წელს ა. ა.-მ სახის არეში დაზიანება მიიღო.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა რ.მ. და ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics