00:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-22 14:11:39, 1678 ნახვა

სამართალი
კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულად დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

მისი განმარტებით, მოცემული მუხლი ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ რადგან მუსელიანცი წარსულში ნასამართლევი იყო, ამის გათვალისწინებით მინიმუმ ვადას ერთი წელი დაუმატა და ბრალდებულს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში ჩადებული ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics