|
2025-08-20 14:26:40, 1259 ნახვა
სამართალი
ბალდა კანიონის ინვესტორი მეორე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს
ბალდა კანიონის შენარჩუნების მოძრაობა იუწყება, რომ ბალდა კანიონის ინვესტორი მეორე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს. „სენაკის სასამართლოში Canyon 350-ის დამფუძნებლისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. სასამართლომ განიხილა ინვესტორის მიერ მოძრაობის წევრზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტი. კომპანიის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, უკვე დამნაშავედ ცნეს ადგილობრივი მაცხოვრებლის მიმართ ფიზიკური ძალადობის კიდევ ერთ ფაქტში. ეს სასჯელი ასევე ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. ბალდა კანიონი 40 წლით იჯარით არის გაცემული იმ პირებზე, რომლებიც ფიზიკურად და სიტყვიერად ესხმიან თავს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სოფელი უკვე 667 დღეა ამ ტერორში ცხოვრობს.“ მერკვილაძესთან ერთად, სასამართლომ გიორგი ჯანაშია და გუჯუ გურგენიძე დამნაშავედ ცნო მოძრაობის წევრის, თაზო რუხაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეში. აქტივისტმა სალომე სიმონიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ თითოეულს 2000₾ ჯარიმა დააკისრა. ინციდენტი 2023 წლის 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის პრიმა პუნქტით ჩატარდა. საინტერესოა, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების რეგულარული მონაწილეები, თორნიკე ტოშხუა და მინდია შერვაშიძე, „ქართული ოცნების“ პროვოკატორის, ბექა გოცირიძის საჩივრის შემდეგ, ცოტა ხნის წინ იმავე მუხლით პატიმრობა მიუსაჯეს. 5 მარტს, კომპანია „კანიონ 350“-ის ინვესტორი და დირექტორი გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. „ბალდის“ მოძრაობის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის, მას სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლის, 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჯარიმა დაეკისრა. გიორგი მერკვილაძე რუსეთის ფედერაციაში ქართული ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, დიპლომატიური გამოცდილების არმქონე ბიზნესმენის, მამუკა მერკვილაძის ძმაა, რომელიც ამავდროულად რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტია. ორივე მათგანი საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობის მფლობელია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)