|
2025-08-15 16:40:05, 1960 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: რეჟიმი ებრძვის ყველას, ვისაც რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს, სოლიდარობა NGO-ებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან. ენმ-ის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ყველა პარტიას, NGO-ს, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული. ენმ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, "რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს". განცხადება სრულად: "ივანიშვილის რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით დაემუქრნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული კანონის მორჩილებაზე და თავი უცხო ქვეყნის აგენტებად არ დაირეგისტრირეს. ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას და ებრძვის ყველა იმ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული. შესაბამისად, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს. დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას ვიზეიმებთ!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)