|
2016-03-22 11:52:55, 767 ნახვა
სამართალი
შოთაძე: გიორგი დგებუაძის საქმის განხილვა მხოლოდ ერთ ბრალდებას მოიცავს
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის საქმის განხილვა მხოლოდ ერთ ბრალდებას მოიცავს. შოთაძის განცხადებით, დგებუაძის, იგივე „მასტერას“ ექსტრადირება ე.წ. ნავთლუღის საქმის ბრალდების ფარგლებში მოხდა. ამასთან, შოთაძის თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დგებუაძის ექსტრადირებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია. „ექსტრადირების პროცესი საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავს. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ უდიდესი სამუშაო გასწია იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება. ჩვენი მოთხოვნა დასაშვებად იქნა ცნობილი ჰოლანდიის სასამართლოს მიერ და შესაბამისად, მოხდა დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება, რომელიც, ჩვენივე მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მისი ექსტრადირება მოხდა ე.წ. ნავთლუღის საქმის ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მოხდება მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდების საქმეში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან გამთენიისას განხორციელდა. დგებუაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)