|
2025-08-14 13:14:51, 2370 ნახვა
ეკონომიკა
ოცნებას საქართველოში უმსხვილესი ჩინური ენერგოკომპანია Zhongbo Group შემოყავს
უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო, დარგის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა. შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის დარგის განვითარებაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებსაც მთავრობა კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახორციელებს როგორც ჰიდრორესურსების, ისე მზის, ქარისა და ზოგადად, ქვეყნის განახლებადი ენერგიების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ დიდი ინტერესი აქვთ, სიღრმისეულად შეისწავლონ და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სხვადასხვა სექტორებში განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ჩინურ კომპანიასთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე ესწრებოდნენ. კომპანია Zhongbo Group, რომლის სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს, 1991 წელს დაარსდა და დასაქმებული ჰყავს 10 000-ზე მეტი ადამიანი. 40-ზე მეტი შვილობილი კომპანიით Zhongbo Group-ი მსოფლიოს მასშტაბით 26 ქარხნის მშენებლობაში ახორციელებს ინვესტიციებს. განახლებადი ენერგიის სფეროში ჯგუფი მსხვილმასშტაბიანი მზისა და ქარის ელექტროსადგურების, ბატარეებში დაგროვებითი სადგურების, ასევე კომბინირებული განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტირებასა და მშენებლობას ახორციელებს. Zhongbo Group-ი ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)