|
2025-08-08 11:42:53, 2504 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილის გუნდმა ყვავილები შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან
ხელისუფლებამ ყვავილები შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე. ადგილზე იმყოფებიან მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 2232-ია, რომელთაგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს ეკლიანი მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით და აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)