|
2025-08-06 17:41:27, 1252 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ამაღლობელმა დღეს სიჩუმით დაამხო ივანიშვილი
„მზია ამაღლობელმა დღეს სიჩუმით დაამხო ივანიშვილი — ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ დარბაზში. ის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქალია, და დგებუაძე რომ კაცი არ არის, ეს მთელმა ქვეყანამ დაინახა.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “საკმაოდ ემოციური იყო იმ დარბაზში ყოფნა, ამას გეტყვით ყველა ადამიანი, ვინც იქ იყო. დღეს ჩვენ ამ დარბაზში ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს მზია ამაღლობელმა თავის სიჩუმით უკვე დაამხო ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის დამხობა, რაც ჩვენ ვიხილეთ დარბაზში. მისი სიმტკიცით, უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა ჩვენს თვალწინ ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს ნამდვილად იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებაზე საუბარს მე საერთოდ არ ვაპირებ, რადგან არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა ორ წელს გამოაცხადებდა, სამ წელს თუ შვიდ წელს. შეიძლება ტაქტიკურად მათ ასე განსაზღვრეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი განცხრომები დაეცხროთ და ერთგვარად უკან დაეხიათ, მაგრამ მე ეს არ მიმაჩნია, რომ უკან დახევაა, ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისათვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ის ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მზია ამაღლობელის მხრიდან, ჩაცხრეს და აორთქლდეს და ეს არ უნდა მოხდეს, პირიქით, უნდა მოხდეს ამ ენერგიის კონსოლიდაცია და ამ რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას სჩადის ამ ერთი ქალის წინააღმდეგ. და ერთი რამე არ შემიძლია არ ვთქვა, ეს რეჟიმი ვითომ მუდმივად გვახსენებს და გვიმტკიცებს ფარისევლურად, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დიახ, დღეს ნამდვილად ვიხილეთ, რომ ქალი ქალია, რომ მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქართველი ქალი, მაგრამ დგებუაძე რომ კაცი არ არის, ეს ნამდვილად დაინახა მთელმა ქვეყანამ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)