|
2025-08-04 20:01:16, 1428 ნახვა
პოლიტიკა
დანია საქართველოს სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველოს სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ წერილობით აცნობა, როდესაც სააგენტოს კითხვაზე უპასუხა, თუ რატომ არ მიუღია მოწვევა საქართველოს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დანიაში, რომელიც 1-2 სექტემბერს დანიაში გაიმართება და რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანია პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას მიჰყვება. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება: 2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. „დანიის [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის მიერ შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, როგორც წესი, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები, 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. ლიდერების შეხვედრა დანიაში გაიმართება. ევროპული საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველი სამუშაო სესია კოპენჰაგენის კრიტერიუმების მნიშვნელობას დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები და თურქეთი. მეორე სამუშაო სესიის დროს ევროკავშირის მინისტრები ევროკავშირის კანონის უზენაესობის ინსტრუმენტების გაძლიერებას განიხილავენ. ევროსაბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საქართველო არ არის ნახსენები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)