|
2025-08-01 15:33:49, 2345 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი- მზად ვარ ვიყო მერობის კანდიდატი
„მზად ვარ ვიყო მერობის კანდიდატი და ამისთვის თავს არ დავზოგავ. თუ იქნება სხვა, უფრო ძლიერი, უფრო მებრძოლი კანდიდატი, მე მას დავუჭერ მხარს და აბსოლუტურად არ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა ამის სანაცვლოდ“, - განაცხადა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელიაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში. მისი თქმით, ის ათასჯერ უკეთესი მერი იქნებოდა, ვიდრე კახა კალაძე. „ჩვენ რთული ბრძოლა გველის. ჩვენ უკიდურესად არათანაბარ არჩევნებში შევდივართ. დიახ, ჩვენ საარჩევნო კამპანიაში შევდივართ. რაც შემეხება პირადად მე, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ ვიყო მერობის კანდიდატი. ამისთვის თავს არ დავზოგავ. მე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი, ვიდრე კახა კალაძე“, - თქვა ალეკო ელიაშვილმა. რაც შეეხება პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პოზიციას, რომელიც ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმების მომხრეა, ელიაშვილმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. „მე არ მაქვს პოლიტიკური ან კარიერული ამბიციები. ვინც არ უნდა გახდეს მერობის კანდიდატი, მზად ვარ საათობით ვიჯდე მასთან და კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, რათა დავამტკიცო, რომ შესაძლებელია ერთ წელიწადში თბილისში საცობების სრულად მოშორება. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ სხვებიც განიხილება. თუ ვინმე უფრო ძლიერი, უფრო მებრძოლი მოიძებნება, მე აუცილებლად დავუჭერ მხარს. სანაცვლოდ არანაირი თანამდებობა არ მჭირდება“, - განაცხადა ალეკო ელიაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)