|
2025-07-31 23:50:24, 5238 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე- ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას
ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ყველა საქმეს სჭირდება მიზანი და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიმე ერთის არ არსებობა შედეგს არ იძლევა. ბოიკოტი ეს საშუალება არ არის. დღეს კახა კალაძე მესამედ დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატად. კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ გენმდივანი, გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია. პროდასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს მიზანი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებაში ორი თემა განიხილება - ბოიკოტი და ადგილობრივი არჩევნები. ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! ეს მაშინ, როცა თბილისში 65 % ოპოზიციის ხმაა და მხოლოდ 25 % აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა აჩუქოს ოპოზიციის ამომრჩეველმა თავისი ხმა კორუმპირებულ კალაძეს და ამით ხელი შეუწყოს „ქართული ოცნებისთვის“, ანუ რუსული ძალისთვის თბილისის დათმობას. თბილისი გასათავისუფლებელია! ამის საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნები და დიდი უპირატესობა ოპოზიციის სასარგებლოდ. „ქართული ოცნების“ დემონტაჟი უნდა დაიწყოს თბილისიდან, სადაც თუ ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი გავერთიანდებით, აუცილებლად მოვიგებთ! თბილისის გათავისუფლება გარანტირებულად ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და მოგებას დემოკრატიული ძალების მიერ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)