|
2025-07-25 01:59:46, 2819 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ პარიზი მზადაა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს. რესპუბლიკის მეთაური ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ სესიაზე გააკეთებს. მაკრონის თქმით, დამოუკიდებელი პალესტინა შეძლებს „წვლილის შეტანას ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ - მაგრამ მხოლოდ დემილიტარიზაციისა და პალესტინელების მიერ ისრაელის სრული და უპირობო აღიარების პირობით. მაკრონმა შესაბამისი წერილი პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს გაუგზავნა. პალესტინის სახელმწიფოს არ აღიარების მსურველებს შორის არიან შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ისრაელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)