|
2025-07-22 18:49:15, 1609 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% უკვე საქართველოს მაცხოვრებლებად ითვლება.
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების 20.1% საქართველოს მაცხოვრებლებად ითვლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მონაცემებშია ნათქვამი. „2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% ითვლება, რომ ისინი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი საქართველოს რეზიდენტები არიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.971 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შორის, საქართველომ ყველაზე დიდი შემოსავალი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 307.8 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ მეორე ადგილს ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ 277.1 მილიონი აშშ დოლარით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)