11:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 15:30:39, 1780 ნახვა

სამართალი
მზად ვართ, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ბათუმელებს ყადაღა მოვუხსნათ- შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური ბათუმელების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მზად არიან საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ყადაღა მოხსნან.

"საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ბათუმელებს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.

ასევე განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა ბათუმელების ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

21 ივლისს ბათუმელებმა გაავრცელა ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ბათუმელების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინკასოს ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, მაგრამ მედია აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლასა და მზია ამაღლობელის მოახლოებულ განაჩენს უკავშირებს.

ბათუმელების ცნობით, კოდექსის შესაბამისად, მათ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და გრაფიკით გადახდა მოითხოვეს, რაზეც უარი ეთქვათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics