|
2025-07-17 12:23:08, 1327 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი კვლავ შანტაჟზე საუბრობს თუმცა არ აკონკრეტებს ვისგან
შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო გასული 4 წლის განმავლობაში, მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. „რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ ნახეთ, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო ჩვენი ქვეყანა გასული 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ამის მიუხედავად ჩვენ ვინარჩუნებთ პირველ ადგილს რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეს გაგრძელდება. შანტაჟი აქამდეც მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ, ახლაც ხორციელდება ეს შანტაჟი. შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)