|
2025-07-14 12:28:57, 1736 ნახვა
ეკონომიკა
თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა
კერძო სექტორში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თიბისის, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და იყოს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში. ამისათვის, თიბისი წლებია ქმნის მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ზრუნავს თავისი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე. თანამშრომლობა თიბისისა და UNFPA-ის საქართველოს ოფისს შორის გაზრდის შესაძლებლობებს, გააღმაოს და განამტკიცოს:
თიბისის მდგრადი განვითარებისთვის - ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის ყოლა როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი - სრულად რეალიზებული. ამის მისაღწევად კი, UNFPA საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, მხარს უჭერს ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რომელსაც სარგებელი მოაქვს, როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლებისათვის. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული - მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)