08:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 22:56:09, 2429 ნახვა

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის სააგენტო ატმის საღებავის ინციდენტს ეხმაურება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომელშიც სავარაუდოდ ატმის ხელოვნური შეღებვის შემთხვევა იყო ასახული, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ოპერატიული რეაგირების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები პირი (მოქალაქე გ.უ.) იდენტიფიცირებულია.

სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შემოწმების დროს ატმის ნიმუშები ამოიღეს, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევაზე გაიგზავნება. შედეგები დამატებით გახდება ცნობილი.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ რეგულარულად აკონტროლებს ყველა სახის საკვები პროდუქტის უსაფრთხოებას. სისტემატური მონიტორინგის ფარგლებში, ხილი, ბოსტნეული და ნესვი მოწმდება შემდეგი ნივთიერებების არსებობაზე:
• პესტიციდები,
• მძიმე მეტალები,
• რადიონუკლიდები,
• ნიტრატები და სხვა ნივთიერებები.

ასეთი კვლევების შედეგები საჯაროა და ქვეყნდება როგორც მედიაში, ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: nfa.gov.ge. (http://nfa.gov.ge/)

სააგენტოს წარმომადგენლები ასევე ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ კონტროლს და სერტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics