|
2025-07-09 16:30:05, 843 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ოცნებას - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან
“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან, კახი კალაძე გადაამოწმეთ, ანრი ოხანაშვილი და ზოგადად ე.წ მთავრობის წევრები.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებით - “ბავშვებს, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, ნარკოლოგიურში წაიყვანეთ, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, გადაამოწმე კახი კალაზე, ანრი ოხანაშვილი, გეკა თუ ვინც არის შს მინისტრი, ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები გადაამოწმეთ ნარკოტიკული ნივთიერებაზე, აბა ნახეთ ხომ არ ამოუგდებს შემთხვევით ვინმეს, კალაძე, მისი სტრუქტურა შეამოწმეთ და მოხმარებაში კი არა, მკვლელი ნარკოტიკის გასაღებაშიც ხოკ არ იღებს ვინმე მონაწილეობას. აქტივისტებს რომ დასდევთ, სახლში უვარდებით, ე.წ მთავრობის წევრებისგან დაიწყეთ შემოწმება, მამუკა მდინარაძე გადაამოწმეთ ხომ არ ამოუგდებს. ყველას კარგად ესმის, რომ თქვენ ხართ მთავარი ნარკოტიკის ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა, ივანიშვილის გარეშე ნარკოტიკი როგორ შემოდის, როგორ საღდება და მართლა გგონიათ, რომ სულელები ვართ და გვგონია, რომ ციდან ცვივა ნარკოტიკები? თან მკვლელ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, იმაზე არა ახლა რომ ადამიანებს მოშარდვას აძალებთ და დასდევთ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაამოწმეთ თქვენი კოლეგები.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)