|
2025-07-08 18:14:40, 987 ნახვა
პოლიტიკა
აქტივისტ ალბი კორძაიას პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა
აქტივისტ ალბი კორძაიას თქმით, მას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს ბაღვაშის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ეკატერინა კახნიაშვილი. სასჯელი 5 დღით პატიმრობაა. „ვემზადები, ზაგესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მივდივარ“, - წერს ალბი კორძაია. ცნობისთვის, 28 ივნისს აქტივისტმა ალბი კორძაიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილთან ერთად არის გადაღებული, რომელიც 21 წლის მათე დევიძის საქმის მოწმეა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ალბი კორძაიას ასევე მიესაჯა 10-დღიანი პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 აპრილს ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმამაღლა საუბრისას „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)